თეთრი სახლის პრესსამსახური აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა

თეთრი სახლის პრესსამსახური აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა

თეთრი სახლის პრესსამსახური აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა. „ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში შეხვდა. ორმა ლიდერმა დაადასტურა აშშ-საქართველოს პარტნიორობის სიმტკიცე, რომელიც 25 წლის განმავლობაში უფრო ძლიერი გახდა. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში. კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის, მათ შორის 31-მა ქართველმა სამხედრომ, ავღანეთში ნატო-ს ძალებთან გვერდიგვერდ ბრძოლისას საკუთარი სიცოცხლე შესწირა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

„ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ადმინისტრაციის ერთგულება დაადასტურა. ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი ეკონომიკური რეფორმების კუთხით და კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ნატო-ში“, - აღნიშნულია განცხადებაში.