ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ვაკის პარკში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ვაკის პარკში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან

ვაკის პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ემზადებიან. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში დილიდან იკრიბებიან. აქ ელოდებიან ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით უკვე შეამკეს საქართველოში უკრაინის საელჩოსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებმა.

ვაკის პარკში დამონტაჟებულია სცენა, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართება. ასევე, დაგეგმილია სადილი ვეტერანებისთვის.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მხოლოდ საქართველოდან 200 ათასი მოქალაქე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.