გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.

„შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.