თურქმა პროკურორებმა ფეთჰულა გიულენისთვის 3623 ვადით სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს

თურქმა პროკურორებმა ფეთჰულა გიულენისთვის 3623 ვადით სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს

თურქმა პროკურორებმა სამხედრო გადატრიალების მომზადებაში ბრალდებული ფეთჰულა გიულენისთვის 3623 ვადით სამუდამო პატიმრობა და დამატებით 2923-წლიანი პატიმრობა მოითხოვეს. როგორც თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება, ბრალდების მხარემ გიულენისთვის 2,2 მილიონი დღის ეკვივალენტის პატიმრობის დანიშვნა მოითხოვა ჯარიმის სახით.

საერთო ჯამში, ფეთჰულა გიულენი სისხლის სამართლის 22 საქმეში ფიგურირებს, რომელიც აღძრულია 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით.

2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის მომზადებაში ბრალი წარსულში რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანამოაზრესა და მოკავშირეს, ფეთჰულა გიულენს დასდო.