პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა წარსულში „ქართულ ოცნებას“ და არა რომელიმე პერსონას. „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც არის პასუხისმგებელი, რომ ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია დახვეწოს, გახადოს გაცილებით უკეთესი და კონსტიტუცია მიიღოს, რომელიც იქნება დემოკრატიული, რომელიც იქნება ამავდროულად პლურალისტული და უქზურნველყოფს სტაბილურ განვითარებას ჩვენი ქვეყნისას.