”რესპუბლიკელები” და ”თავისუფალი დემოკრატები”, ”ნაცმოძრაობა” ”ევროპული საქართველოს” სახით, ბოლოს და ბოლოს, აღმოჩნდნენ ერთ მაგიდასთან

”რესპუბლიკელები” და ”თავისუფალი დემოკრატები”, ”ნაცმოძრაობა” ”ევროპული საქართველოს” სახით, ბოლოს და ბოლოს, აღმოჩნდნენ ერთ მაგიდასთან

”რესპუბლიკელები” და ”თავისუფალი დემოკრატები” და ”ნაციონალური მოძრაობა” ”ევროპული საქართველოს” სახით, ბოლოს და ბოლოს, აღმოჩნდნენ ერთ მაგიდასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ”რესპუბლიკური პარტიის” იმ ინიციტიავისთვის შეერთებას, რომლითაც ”ევროპული საქართველო” პლებისციტის ჩატარებას ითხოვს.

გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული პარტიების ერთ მაგიდასთან აღმოჩენა მოსალოდნელი იყო.

”რაც შეეხება პარალელური პროცესის განვითარებას, მე ვფიქრობ, რომ ეს მათ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რათა თავი წარმოაჩინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საკითხის განხილვა. ვენეციის კომისიის დასკვნებსაც ველოდებით და საზოგადოებისთვის ინტერესის საგანს, რასაკვირველია, საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს. ხელმისაწვდომობა ამ პროცესებთან საკმაოდ ფართოდ არის უზრუნველყოფილი ამ განხილვების პროცესში”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.