მოსახლეობის აზრის გასაგებად ყველა ფორმა საინტერესოა, თუმცა სამსჯელოა, როდის რომელი ფორმა უნდა იყოს გამოყენებული

მოსახლეობის აზრის გასაგებად ყველა ფორმა საინტერესოა, თუმცა სამსჯელოა, როდის რომელი ფორმა უნდა იყოს გამოყენებული

აზრის გამოკითხვა მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში ჩართვა, ეს არის მნიშვნელოვანი. ფორმები და დრო იქნება ალბათ შესარჩევი, თორემ ვერავინ იტყვის რომელიმე ფორმა, ეს იქნება რეფერენდუმის ჩატარება, პლებისციტის წესით გამოკითხვა, ან საერთო-სახალხო განხილვა, არ იყოს განსაკუთრებით საყურადღებო პროცესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებას შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას პლებისციტის თაობაზე.

ეკა ბესელიას განცხადებით, მოსახლეობის აზრის გასაგებად ყველა ფორმა საინტერესოა, თუმცა სამსჯელოა, როდის რომელი ფორმა უნდა იყოს გამოყენებული.

”ახლა, როდესაც საერთო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში სხვა ფორმის გამოყენება იქნებოდა თუ არა ეფექტური, იქნებ ამაზე გვემსჯელა. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, გულწრფელად გეტყვით, რომ თუ კითხავთ მოსახლეობას აზრს, შეიძლება სწორედ იმ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც დიდი ხანია ითხოვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, სრულიად განსხვავებული შედეგი მიიღონ და ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში მხარი დაუჭიროს, მაგალითად მაჟორიტარული სისტემის დატოვებას. ასე, რომ ასე მარტივი არ არის ეს პროცესი. ვფიქრობ, საჭირო იქნება საერთო-სახალხო განხილვის ფორმის მაქსიმალური ორგანიზება და მეტი ჩართულობა”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

”თავისუფალი საქართველო” და ”რესპუბლიკური პარტია” „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას შეუერთდნენ, რომლითაც პრეზიდენტის არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის პლებისციტის განსაზღვრას ითხოვენ.