პოლიტიკოსების მიერ არჩეული პრეზიდენტი რატომ იქნება ზეპარტიული და ხალხის მიერ არჩეული არა?

პოლიტიკოსების მიერ არჩეული პრეზიდენტი რატომ იქნება ზეპარტიული და ხალხის მიერ არჩეული არა?

მარტივი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვს ”ქართულ ოცნებას” - რატომ ვერ აირჩევს ხალხი ზეპარტიულ პრეზიდენტს? - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხალხის მიერ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უზრუნველყოფს მის მაღალ წონადობას, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და შესაბამისად, მისი აზრი სხვადასხვა საკითხზე მნიშვნელოვანია.

”მარტივი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვს ”ქართულ ოცნებას”- რატომ ვერ აირჩევს ხალხი ზეპარტიულ პრეზიდენტს? როგორ წარმოგვიდგენია 300 პოლიტიკოსის, 300 ხმოსნის მიერ არჩეული პრეზიდენტი რატომ იქნება მაინცდამაინც ზეპარტიული და არ იქნება ზეპარტიული ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი? ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხი არ არის და იმედია, დღევანდელი დისკუსიის პირობებში მოვისმენთ ”ქართული ოცნებისგან”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.