უფასო სასადილოების ხარჯზე, დაახლოებით 8-10 მილიონს გამგეობის, მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები ჯიბეში იდებენ

უფასო სასადილოების ხარჯზე, დაახლოებით 8-10 მილიონს გამგეობის, მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები ჯიბეში იდებენ

„ახალი საქართველოს“ სოციალურ საკითხთა ჯგუფმა სამთვიანი მონიტორინგის შედეგად, მასშტაბური და ბოლო ათწლეულში უპრეცენდენტო კორუფციული სქემა გამოავლინა, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ უფასო სასადილოების დაფინანზებაზე საუბრისას განაცხადა.

„საქმე ეხება უფასო სასადილოებს, რის ხარჯზეც ყოველწლიურად, დაახლოებით 8-10 მილიონ ლარს ჯიბეში იდებენ გამგეობის, მერიის და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის სისტემური კორუფციის უპრეცენდენტო სქემა, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი. კერძოდ, საქმე ეხება 39 251 ბენეფიციარს, რომლებიც თითქოსდა უფასოდ უნდა იკვებებოდეს ყოველდღიურად თბილისში. სამწუხაროდა, მონიტორინგის შედეგებმა დაადგინა, რომ ნახევარზე მეტი, 20 ათასზე მეტი ბენეფიციარი, რიგი ბარიერებისა და ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გამო, ამ უფასო სასადილოებში ვერ ან არ დადის. მერია კი უკლებლივ თითოეულ თეთრს ურიცხავს კომპანიებს ყოველთვიურად, შესაბამისად, წელიწადში 16-17 მლნ ლარს. აქედან 8-10 მლნ ლარი ნაწილდება სწორედ კომპანიის წარმომადგენელებზე, მაღალი თანამდებობის პირებზე და მათზე, რომლებიც ამაზე დგანან. ხელოვნურად არის შექმნილი პირობები, როდესაც 7 ათასზე მეტი ადამიანი თითქოსდა იმყოფება უფასო სასადილოების რიგში“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, რამდენჯერმე მოთხოვნის შემდეგ დღეს, 13:00 საათზე, მათ მერიაში შეხვედრა აქვთ. მან თბილისის მერს მოუწოდა, დაესწროს ამ შეხვედრას, სადაც ნარმანიას მონიტორინგის შედეგებს გადასცემენ.