რამდენიმე ბაიკერი შემოსულია აპრილში, იმ მომენტისთვის არანაირი ამოსაცნობი ნიშანი, რომ ისინი ”ღამის მგლების” წევრები იყვნენ, არ არსებობდა

რამდენიმე ბაიკერი შემოსულია აპრილში, იმ მომენტისთვის არანაირი ამოსაცნობი ნიშანი, რომ ისინი ”ღამის მგლების” წევრები იყვნენ, არ არსებობდა

რამდენიმე ბაიკერი შემოსულია აპრილის თვეში და იმ მომენტისთვის არანაირი ინფორმაცია და ამოსაცნობი ნიშანი, რომ ისინი იყვნენ ”ღამის მგლების” წევრები არ არსებობდა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, რაიმე ორგანიზებული მსვლელობა, ან პერფორმანსი ”ღამის მგლების” მხრიდან სასურველი არ იქნება.

”რამდენიმე ბაიკერი შემოსულია აპრილის თვეში ტურისტული მიზნებით. დღეში საქართველოს საზღვარს კვეთს ათობით ბაიკერი სხვადასხვა - ზოგი ტრანზიტით, ზოგი ტურისტული მიზნით. იმ მომენტისთვის არანაირი ინფორმაცია, ამოსაცნობი ნიშანი, რომ ისინი იყვნენ ”ღამის მგლების” წევრები არ არსებობდა. შესაბამისად, მათ მიეცათ საქართველოში როგორც ტურისტებს შემოსვლის საშუალება და ამისგან რაიმე განსაკუთრებული მოვლენის შექმნა მე მგონი, არ იქნება სწორი. რაც შეეხება ”ღამის მგლების” ორგანიზებულ მსვლელობას, ან რაიმე პერფორმანსს მათი მხრიდან, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არ იქნებოდა სასურველი და მოგეხსენებათ, რომ მათ დიდ ნაწილს უარი ეთქვა საქართველოს საზღვრის კვეთაზე”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

გურიაში „ღამის მგლების“ წევრი ბაიკერების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.