საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად ბათუმში მიმდინარეობს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად ბათუმში მიმდინარეობს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. შეხვედრა ამჯერად ბათუმში მიმდინარეობს. განხილვა ბათუმის უნივერსიტეტში 12:00 საათზე დაიწყო და მას საქართველოს პრეზიდენტი პირველად ესწრება.

კონსტიტუციის ახალი პროექტს ადგილობრივ მოსახლეობას ”ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით წარადგენს.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.

კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო და მისი წარდგენა სულ 11 ქალაქშია დაგეგმილი. საყოველთაო განხილვების პროცესი 15 მაისს თბილისში დასრულდება.