ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მასთან კონსტრუქციული და ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა დაადასტურა

ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მასთან კონსტრუქციული და ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა დაადასტურა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

რუსეთის პრეზიდენტმა „დაადასტურა თავისი მზაობა კონსტრუქტიული, ერთობლივი მუშაობა წარმართოს საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტთან ორმხრივი, რეგიონალური და გლობალური დღის წესრიგის საკითხებზე“.

როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რუსი და ფრანგი ხალხის ძირეულ ინტერესებს პასუხობს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე უსურვა ემანუელ მაკრონს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.