„ალჯაზირას“ ინფორმაციით, რუსეთისა და სირიის არმიის ავიაიერიშს, სირიაში სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია

„ალჯაზირას“ ინფორმაციით, რუსეთისა და სირიის არმიის ავიაიერიშს, სირიაში სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია

რუსეთისა და სირიის არმიის ავიაიერიშს, სირიის პროვინცია ილდიბში სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 7 გარდაცვლილი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ბრიტანეთში მდებარე სირიის მონიტორინგის ცენტრში.

მაუწყებლის ინფორმაციით, ავიადარტყმის ქვეშ მოხვდა საავადმყოფოც, სადაც სამი პაციენტი დაიჭრა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.