დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში

დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში

რეალურად, დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასტუმრო “ბილტმორში”, ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რაც შეეხება პრეზიდენტის ნაწილს, პრეზიდენტის კომპეტენციები მხოლოდ ორ ნაწილში გადაისინჯება. მისივე თქმით, ეს არის ერთი ის, რომ უქმდება უშიშროების ეროვნული საბჭო და მეორე არის პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესი.

“პირველი არის ის, რომ უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რაც ეფუძნება თავის დროზე ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს. ისინი 2010 წელს პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ამ სისტემასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს. რეალურად დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში. არის სრული აღრევა უფლებებისა. სწორედ აქედან გამომდინარე, ამბობდნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები თავის დროზე, რომ არ იყო თავსებადი უშიშროების საბჭო მთლიან მმართველობის სისტემასთან. მეორე ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესი. დღეს პრეზიდენტი წარადგენს მოსამართლეს და აქაც იგეგმება ამ უფლებამოსილების გადატანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, აქაც შავით თეთრზე ეწერა ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში, რომ უმჯობესი იყო ამ კომპეტენციის სწორედ ამ სახით მოწესრიგება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.