ქერჩის ყურეში ჩაძირული გემის ეკიპაჟის სამი წევრის ცხედარი იპოვეს

ქერჩის ყურეში ჩაძირული გემის ეკიპაჟის სამი წევრის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ქერჩის ყურეში ჩაძირული მშრლატვირთმზიდი გემის „Герои Арсенала“-ს ჩაძირვის შედეგად დაღუპული სამი მეზღვაურის ცხედარი და ორი ცარიელი ჰიდროკოსტიუმი იპოვეს. ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ძებნა გრძელდება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ჩაძირული გემის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორი რუსეთის მოქალაქეა, რომელთაგან ერთი კაპიტანია; ასევე, უკრაინის 9 და საქართველოს ერთი მოაქალაქე.

ბოლო ინფორმაციით, ერთი მეზღვაურის - უკრაინის მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში პირადი შემადგენლობის 236 მაშველი და 40 ერთეული ტექნიკა მუშაობს. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით კი, ღამით გემის ჩაძირვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები შეწყდება.