ვეცადე ყველა კითხვაზე გამეცა პასუხები, რა უფლებასაც მაძლევდა „კანონი კონტრდაზვერვის შესახებ“

ვეცადე ყველა კითხვაზე გამეცა პასუხები, რა უფლებასაც მაძლევდა „კანონი კონტრდაზვერვის შესახებ“

ვეცადე ყველა კითხვაზე გამეცა პასუხები, იქიდან გამომდინარე, რა უფლებასაც მაძლევდა „კანონი კონტრდაზვერვის შესახებ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბევრ ისეთ საკითხზე გამახვილდა ყურადღება, რომელზეც ღიად მსჯელობა ვერ მოხდებოდა. 
,,დღეს დეპუტატებმა ბევრი კითხვა დასვეს. ვეცადე მათზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც მაძლევდა „კანონი კონტრდაზვერვის შესახებ“. საუბარი იყო ისეთ თემებზე, რომელსაც ღია სხდომაზე ვერ განვიხილავდით. გავიხსენეთ 2012 წლამდე მომხდარი თემები. იყო საუბარი ოთხოზორიას საქმეზეც“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს წლიური ანგარიში გააცნო. საბოლოოდ კენჭისყრაზე პარლამენტმა ანგარიში 93 ხმით ერთის წინააღმდეგ ცნობად მიიღო.