ობამამ ბობ დილანი დააჯილდოვა

ობამამ ბობ დილანი დააჯილდოვა

გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში საზეიმო მიღება მოაწყო და ცნობილი მუსიკოსი ბობ დილანი „თავისუფლების მედლით“ დააჯილდოვა.

ჯილდო ბობ დილანმა ამერიკული კულტურის ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.

მსოფლიო როკ-მუსიკის ვეტერანი ჩინებულ ფორმაში იმყოფება. ამჟამად დილანი ახალ ალბომზე მუშაობას ასრულებს.

მიმდინარე წლის ივლისში, მუსიკოსი მსოფლიო საგასტროლო ტურნეს წამოიწყებს. ცნობილია, რომ 12-15 ივლისს, დილანს ესპანეთის ქალაქ კასტელოში დაგეგმილ როკ-ფესტივალზე ვიხილავთ. მასთან ერთად ამ ღონისძიებაზე ჯგუფები „The Stone Roses” და „Florence And The Machine” მიიღებენ მონაწილეობას.