სინგაპურის მმართველმა „სამოქალაქო მოქმედების“ პარტიამ შუალედურ არჩევნებზე მარცხი განიცადა. არჩევნები ხოუგანის ოლქში გამოკლებული დეპუტატის უფლებამონაცვლის გამოსავლენად ჩატარდა. ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გაჩნდა, რაც სკანდალმა ოპოზიციური „მშრომელთა პარტიის“ დეპუტატის პოლიტიკური კარიერა შეიწირა. დეპუტატი ქორწინების გარეშე ურთიერთობებში იქნა ბრალდებული, რის შედეგადაც თავისივე თანაპარტიელების ზეწოლის გამო იძულებული გახდა ხალხის რჩეულის მანდატს გამომშვიდობებოდა. სწორედ ამ ვაკანტური მანდატის მოსაპოვებლად გაიმართა არჩევნები, რომელზეც კვლავ ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მმართველი პარტიის კანდიდატმა მხოლოდ 37.91% აღება მოახერხა, მაშინ როცა მისმა ოპოზიციონერმა კონკურენტმა 62.09% მიიღო.
მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ბევრი სხვა ცნობილი პირები გამოდიოდნენ. თუმცა ვერც ამ მხარდაჭერმა და ვერც აგორებულმა სკანდალმა ვერ უშველა მმართველ პარტიას, გამონთავისუფლებული ადგილის დაკავებისათვის ბრძოლაში. მათ ვერ შეძლეს ხოუგანში ოპოზიციის ტრადიციულად ძლიერი პოზიციების შესუსტება. ეს კი მმართველი პარტიისათვის ცუდი სიმპტომია, რადგან მან რევანშის აღება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს არჩევნებზე სახელისუფლება „სამოქალაქო მოქმედების“ პარტიამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აჩვენა, თუმცა უმრავლესობის შენარჩუნება მაინც უპრობლემოდ მოახერხა. მაშინ ოპოზიციამ მანდატების რეკორდული რაოდენობა – 6 მანდატი მიიღო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი პოლიტიკური სისტემის თავისებურებებიდან გამომდინარე, სახელისუფლებო ძალამ, რომელსაც 60%–ზე ოდნავ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, 87–კაციან პარლამენტში მაინც უპირობო უპირატესობა შენარჩუნა, ოპოზიციის მიერ მიღებული 6 ადგილიც კი მმართველი პარტიის მიერ მძიმე დარტყმად იქნა აღქმული.