ჯგუფმა „Aerosmith” დისკზე მუშაობა დაასრულა

ჯგუფმა „Aerosmith” დისკზე მუშაობა დაასრულა

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, პოპულარული ჯგუფი „Aerosmith”-ის წევრებმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულეს.

ეს დისკი ჯგუფისთვის ბოლო რვა წლის განმავლობაში  პირველია. მისი სახელწოდებაა „Music From Another Dimension ” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 28 აგვისტოს იხილავს.

ალბომში 14 ახალი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. რამდენიმე დღის წინ ჯგუფის წევრებმა ალბომის პირველი სინგლის „Legendary Child”-ის მოტივებზე ვიდეოკლიპი გადაიღეს და ინტერნეტში განათავსეს.

ორი დღის წინ ჯგუფის ლიდერმა სტივენ ტაილერმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ სექტემბრის დასაწყისში ჯგუფის წევრები მსოფლიო საგასტროლო მოგზაურობაში წასვლას აპირებენ, წლის დასასრულამდე კი რამდენიმე ახალ კომპოზიციას მოამზადებენ.