თამარ გვერდწითელთან შესრულებული დუეტი, უსინათლო რუსი მომღერლის ახდენილი ოცნება(VIDEO)

თამარ გვერდწითელთან შესრულებული დუეტი, უსინათლო რუსი მომღერლის ახდენილი ოცნება(VIDEO)

გუშინ მოსკოვის პირველი არხის ეთერში გავიდა ტრადიციული ტელეშოუ „Минута славы. Мечты сбываются!“ რომელმაც უსინათლო ნიჭიერ მომღერალს ოცნება აუსრულა. ოლეგ კრიკუნი შოუს ერთ-ერთი მონაწილეა, რომლელმაც საკუთარი ნომრის პირველივე შესრულებისას აღაფრთოვანა მაყურებელი. ნახევარფინალში გადასვლის წინ, ჟიურიმ მას არჩევანის საშუალება მისცა და ფინალში გადასვლა, ან ოცნების ასრულება შესთავაზა. უსინათლო მომღერლის დიდი სურვილი თამარ გვერდწითელთან ერთად სიმღერა იყო.

„არის რამდენიმე კანდიდატურა, რომელთაც შეგვიძლია სურვილის ასრულება შევთავაზოთ. გვაქვს პატარა ინტრიგაც,- ოლეგ ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ სიმღერა თამარა გვერდწითელთან.  ახლა მან თავად უნდა გადაწყვიტოს, ან სურვილი, ან ფინალი“,- მიმართა ჟიურიმ  ოლეგს, რომელსაც არჩევანის გაკეთება არ გასჭირვებია, მან სურვილის ასრულება და თამრიკოსთან სიმღერა აირჩია.

ოლეგ კრიკუნმა, თამრიკო გვერდწითელთან ერთად ცნობილი სიმღერა Caruso შეასრულა. დუეტს აუდიტორიის მხრიდან ცრემლები და დიდი ოვაციები მოჰყვა.