გიორგი მღებრიშვილი - პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და ბათუმი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს, ვიდრე ჩაიდინა ერთმა ქუჩამ

გიორგი მღებრიშვილი - პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და ბათუმი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს, ვიდრე ჩაიდინა ერთმა ქუჩამ

პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, პოლიციამ ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს, ვიდრე ეს ჩაიდინა ერთმა ქუჩამ.

„წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია... სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და მინდა გითხრათ, რომ ეს ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს, ვიდრე ეს ჩაიდინა ერთმა ქუჩამ“, - განაცხადა შს მინისტრმა.