ბათუმის მერი - ყველაფერს მოვიყვანთ ნორმალურ მდგომარეობაში

ბათუმის მერი - ყველაფერს მოვიყვანთ ნორმალურ მდგომარეობაში

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი მივიდა. როგორც ერმაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის დასასუფთავებლად ყველა სამსახური მობილიზებულია. 

"პირველ რიგში, დავიწყებთ დასუფთავებას. დავალაგებთ და ამ ყველაფერს მოვიყვანთ ნორმალურ მდგომარეობაში. აღსადგენი სამუშაოები, რაც იქნება გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ერმაკოვმა.