მცდელობა იყო მე გავერიდებინე ჭყონდიდის ეპარქიიდან, პატრიარქის აზრი იყო, ეპარქიის ცვლილება მომხდარიყო

მცდელობა იყო მე გავერიდებინე ჭყონდიდის ეპარქიიდან, პატრიარქის აზრი იყო, ეპარქიის ცვლილება მომხდარიყო

 მეუფე პეტრეს ინფორმაციით, 9 მარტს გამართული სინოდის სხდომაზე, მისი ეპარქიიდან გარიდების ინიციატივა წამოიჭრა. ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ინიციატივა, ეპარქიის ცლილების თაობაზე უშუალოდ პატრიარქისგან წამოვიდა, თუმცა საბოლოოდ ის მხოლოდ საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს.

”იყო მცდელობა მე გავერიდებინე ეპარქიდან. უწმინდესმა წამოაყენა ეს საკითხი და პატრიარქის აზრი იყო, რომ იქნებ ცვლილება მომხდარიყო ეპარქიის, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ვიდრე ეს საკითხი დადგებოდა, მე ფაქტებითა და არგუმენტებით ვისაუბრე იმაზე, რომ თვითონ ჭყონდიდის ეპარქიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მზაკვრული მეთოდებით ცდილობენ, რაღაც პრობლემები წამოჭრან ჩემს წინააღმდეგ. ანგარების ფაქტიც მოვიყვანე, რომ ადამიანები, მის გარემოცვაში, ანგარებით არიან დაინტერესებულნი, რომ ჩემი ეპარქიიდან გაყვანა მოხდეს და კვალი საქართველოს გარეთ, ერთმორწმუნე ქვეყანაში მიდის. როდესაც მღვდელმთავრებმა დაინახეს ჩემი კატეგორიული პოზიცია ეპარქიიდან გარიდების ინიციატივაზე, გამოთქვეს აზრი, რომ ამ ეტაპზე ეს არასწორი იქნებოდა და არ განხორციელებულიყო ეპარქიის ცვლილება”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.