ამ გარემოცვის პირობებში, პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი

ამ გარემოცვის პირობებში, პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი

ამ გარემოცვის პირობებში, პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მას აქვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება უწმინდესის პოზიციების ცვლილება, მას შემდეგ რაც გარემოცვის მხრიდან მიეწოდება დეზინფორმაცია. 

”მაშინ როდესაც ოპერაციაზე შესვლის წინ, პატრიარქს, მისი უახლოესი გარემოცვის წევრები ეუბნებიან, რომ შენი გარემოცვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი, შენი უსაყვარლესი სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოდიოდა, რომელიც აეროპორტში დააკავეს, ის თითქოს თქვენს მოწამლვას აპირებდა და ამაში ჩართულია თქვენი კიდევ ერთი უახლოესი ადამიანი, რომელიც დაბარებულია პროკურატურაში, ამ გარემოცვის პირობებში, პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი. თუნდაც გავიხსენებ ადვოკატებთან შეხვედრას, უწმინდესი ამბობდა, ხომ არ სჯობს მამა გიორგი გამოვიდეს თავდებით, გამოძიება კი გაგრძელდეს. თუმცა მერე პატრიარქი დაარწმუნეს, რომ მამა გიორგის თავდებით გამოსვლა სასურველი არ იყო, რათა არ მომხდარიყო დეკანოზის ლიკვიდაცია. პატრიარქის დეზინფორმირებულობის სათავეში დგას ქალბატონი მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი. შორენა შემთხვევით არ მოხვედრილა საპატრიარქოში, მის უკან გარკვეული ძალები დგას ”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.