პარლამენტის შენობის წინ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები იკრიბებიან

პარლამენტის შენობის წინ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიიღო,

თუმცა აცხადებენ, რომ ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად გრძელდება და საზოგადოება ამ კუთხით აქტიური უნდა იყოს. აქციაზე აგრეთვე იმყოფებიან არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. 

აქციაზე სიტყვით გამოვა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, რის შემდეგაც აქცია კონცერტის სახეს მიიღებს. 

აქციის გამო, რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაკეტილია.