დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დრო მოვიდა პალესტინასა და ისრაელს შორის მშვიდობა დამყარდეს

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დრო მოვიდა პალესტინასა და ისრაელს შორის მშვიდობა დამყარდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პალესტინის ლიდერთან მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბარში იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობა პალესტინასა და ისრაელს შორის შესაძლებელია და დრო მოვიდა ეს მშვიდობა დამყარდეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

„ტრამპმა და აბასმა სატელეფონო საუბარი გამართეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის გზების განხილვის მიზნით, მათ შორის ისაუბრეს ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე, რომელიც ბოლოს მოუღებს ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მშვიდობა შესაძლებელია და დრო მოვიდა, დაიდოს შეთანხმება“, - ნათქვამის თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაში. 

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ასეთი შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას არა მხოლოდ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანს, რომელსაც ისინი იმსახურებენ, არამედ დადებითად იმოქმედებს მთლიანად რეგიონზე.

„მან აღნიშნა, რომ ამგვარი სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს და აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ორივე მხარესთან ამ მიზნის მიღწევისთვის“, - განაცხადეს თეთრ სახლში. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი თეთრ სახლში დაპატიჟა.