„ბანკები და ფინანსები“ დომინოს თამაშში გამართული პირველი მედიატურნირის ჩემპიონია

„ბანკები და ფინანსები“ დომინოს თამაშში გამართული პირველი მედიატურნირის ჩემპიონია

დღეს, ქართულ რეალობაში პირველად, ინტერნეტპორტალ „სარბიელის“ ორგანიზებით, დომინოში მედიატურნირი გაიმართა. 

ეს ტურნირი გახდა  „სარბიელის“ ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მედიასივრცეში განახლებული სახით ბრუნდება.

ტურნირში 20 მედიასაშუალების 40 წარმომადგენელი მონაწილეობდა:

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

საზოგადოებრივი მაუწყებელი

„ბანკები და ფინანსები“

საინფორმაციო სააგნტო iPRESS

ჟურნალი „მარშალპრესი“

ჟურნალი „დაიჯესტი“

TV იმედი

გაზეთი „ქრონიკა პლუსი

საინფორმაციო სააგენტო „ფოსტალიონი

გაზეთი „ახალი თაობა

მედიაგავრცელების სააგენტო Clip-Art

ტვ „პირველი

საინფორმაციო პორტალი „კვირა

გაზეთი „რეზონანსი

საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი

ჟურნალი FunTime 

TV „რუსთავი 2

TV „მაესტრო
სააგენტო „ექსპრესნიუსი

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია

ქვეჯგუფებში საკმაოდ აზარტული ორთაბრძოლის შემდეგ ნახევარფინალში გადავიდნენ: ჟურნალი „დაიჯესტი“ და ჟურნალი „ბანკები და ფინანსები“, საინფორმაციო პორტალი „კვირა“ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

ნახევარფინალურ თამაშში მონაწილე ოთხი ძლიერი წყვილიდან ფინალისტები გახდნენ „ბანკები და ფინანსები“ და სპორტულ

ჟურნალისტთა ასოციაცია.
მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჟურნალი „დაიჯესტი~ და საინფორმაციო პორტალი „კვირა“.

საფინალო დაპირისპირება დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა  „ბანკები და ფინანსების“ წყვილი უფრო ძლიერი და იღბლიანი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი  - „ბანკები და ფინანსები“ ( გიორგი კუკულავადა ზურაბ კუკულაძე )

II  ადგილი - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ( მიხეილ აბაიშვილი დაზაალ შათირიშვილი )

III ადგილი - ჟურნალი „დაიჯესტი“ (გიორგი ნავროზაშვილი და ირაკლი ქრისტინაშვილი )

საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეთა წყვილები სახალისო სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდნენ.

I ადგილზე გასულ წყვილს  20-ლიტრიანი ბოცით ღვინო, ცოცხალი ცხვარი და მთავარი თასი გადაეცა.

II ადგილზე გასულმა წყვილმა კომპანია BE.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი - აეროგრილი BREVA BO-H11, ჯეპრას მაისურები და სხვა სამახსოვორო საჩუქრები მიიღო. 

III ადგილის მფლობელებს სახანძრო ქუდები, ერთი ყუთი ლუდი და დომინოს საათი ერგოთ. 

ტურნირის პარალელურად გულშემატკივართა გასართობად „სარბიელის“ გუნდმა მოაწყო საინტერესო ვიქტორინები, დირტსის თამაშები, მსუბუქი სპორტული შეჯიბრები. წარმატებულებს „სარბიელისა“ და ტურნირის სპონსორებისგან სერტიფიკატები და სახალისო სუვენირები გადაეცათ.

„სარბიელის“ ორგანიზებით გამართული ტურნირის სპონსორები და პარტნიორები არიან: 

კომპანია BE.ge

მედიაგავრცელების სააგენტო Clip-Art

პაბი „ავალონი“

კომპანია „ნატახტარი“

PR  სააგენტო „ჯეპრა“

ფრჩხილების მოვლის ცენტრი Nail Gallery

კომპანია „რედ ბული“.