მეუფე პეტრე:   ადამიანი ჯერ უნდა იყო კაცი და მერე სასულიერო პირი

მეუფე პეტრე: ადამიანი ჯერ უნდა იყო კაცი და მერე სასულიერო პირი

ადამიანი ჯერ უნდა იყო კაცი და მერე სასულიერო პირი, - ასე მიმართა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნების” თანამშრომლებს.

მეუფე პეტრე თანამშრომლებს დღის პირველ ნახევარში დაემშვიდობა და ტელეკომპანიიდან საკუთარი ნივთები წაიღო. ”ადამიანი ჯერ უნდა იყო კაცი და მერე სასულიერო პირი. თუ სასულიერო პირი გახდი, ეს არ ნიშნავს, რომ კარგი კაცი აღარ უნდა იყო. ყველა პროფესიის ადამიანი, რომელი პროფესიისაც უნდა იყოს, ეკონომისტი თუ ჟურნალისტი, ჯერ კაცი უნდა იყოს და შემდეგ იქნება პროფესიაში”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს.