საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება ტელევიზია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საქართველოს მთავარ ოპოზიციურ მედიასაშუალებას წარმოადგენს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს.
მათივე განცხადებით, „საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას პრესის თავისუფლების პატივისცემისადმი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს“.