თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნებადემოკრატიული საქართვლოსთვის" თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურისაკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს,მეეზოვეებსა და მეტროპოლიტენის თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღეს მიულოცა.
გიორგი ალიბეგაშვილი დეპუტატებთან ერთად თითოეულ მათგანს ადგილზე პირადად ეწვია, გაზაფხულის პირველი დღესასწაული- 3 მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ქალბატონებს მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და სამშობლოსთვის საამაყო შვილებისგაზრდა უსურვა.
3 მარტი დედის დღედ ოფიციალურად 1991 წელს დაწესდა.