ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჟურნალისტების დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობას

ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჟურნალისტების დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობას

ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჟურნალისტების დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობას, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ”რუსთავი 2“-ის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ვერც ერთი ცალკე აღებული პირი ვერ შეძლებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და შეცვალოს ის ღირებულება, რომელიც აქვს მთელ გუნდს - მედიის თავისუფლებისადმი მხარდაჭერა.

”კიდევ ერთხელ ვამბობ, კრიტიკული მედია, დამოუკიდებელი, ობიექტური, ჟურნალისტიკა და კრიტიკული მედიის ფუნქციონირება, პირველ რიგში სჭირდება ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჟურნალისტების დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობას. ბუნებრივია მათ შორის ”რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების. საპარლამენტო უმრავლესობის ვერც ერთი ცალკე აღებული პირი ვერ შეძლებს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და შეცვალოს ის ღირებულება, რომელიც აქვს მთელ გუნდს - ეს არის მედიის თავისუფლებისადმი მხარდაჭერა, მედიის თავისუფლებისადმი პატივისცემა და ჟურნალისტების საქმიანობაში ჩაურევლობა, ვერც ერთი ცალკე აღებული წევრი უმრავლესობის, ბუნებრივია, ვერ შეცვლის ამ ღირებულებას და ამ მოცემულობას. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით კითხვები მგონია, რომ უსაფუძვლოა”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.