ნიკა რურუა:   ბრძოლა ახლა იწყება და მას ხელისუფლება აუცილებლად წააგებს

ნიკა რურუა: ბრძოლა ახლა იწყება და მას ხელისუფლება აუცილებლად წააგებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის შენობასთან ამ წუთებში მაუწყებლის მხარდამჭერები, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან.

მხარდამჭერთა განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა. მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მიიღეს. აქციის მონაწილეები არ აპირებენ უკან დახევას და აცხადებენ, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

როგორც აქციაზე მყოფმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა რურუამ განაცხადა, „რუსთავი2“-ის საქმით პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული. მისივე თქმით, ბრძოლა ახლა იწყება და მას ხელისუფლება აუცილებლად წააგებს.

”ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა დიდი ზეწოლის შედეგად მიიღეს. ეს არის ბელადი ივანიშვილის პირადი დაინტერესება და მე მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ხელისუფლება საზოგადოებასთან, ხალხთან ბრძოლას აუცილებლად წააგებს”, - განაცხადა ნიკა რურუამ.