ქიბარ ხალვაშის ადვოკატი სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას თქმით, სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ ისინი გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში მიიტანენ.

როგორც პაატა სალიამ ”რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ჩაბარდებათ მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

“როცა ჩაგვბარდება გადაწყვეტილება, მივიტანთ საჯარო რეესტრში, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში”, - აღნიშნა პაატა სალიამ. მისივე თქმით, მას ამ დრომდე არ ჰქონია საუბარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან.

“უზენაესი სასამართლო, მოგეხსენებათ, მსჯელობს მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე და არა ფაქტობრივ გარემოებებზე. მოსამართლეებმა რამდენ საათში, როგორ მიიღეს, ნამდვილად ჩემთვის უცნობია. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რა და როგორ იმსჯელა სასამართლომ, ეს ალბათ გამოჩნდება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დასაბუთებული იქნება. ჯერ არ მისაუბრია და როდესაც დაველაპარაკები, ვკითხავ მისი გეგმების შესახებ. ალბათ განცხადებას აუცილებლად გააკეთებს”, -განაცხადა პაატა სალიამ.