მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის უმრავლესობა პრეზიდენტის ორსაფეხურიანი სისტემით არაპირდაპირი წესით არჩევას უჭერს მხარს

მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის უმრავლესობა პრეზიდენტის ორსაფეხურიანი სისტემით არაპირდაპირი წესით არჩევას უჭერს მხარს

ჩვენ შესაძლოა გადავიდეთ პრეზიდენტის ორსაფეხურიანი სისტემით არაპირდაპირი არჩევის წესზე - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელძღვანელობის უმრავლესობა ემხრობა სწორედ ამ მოსაზრებას და მიზანშეწონილად ჩაითვალა ეს მოდელი. „პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის უმრავლესობა, საუბარია ამ წრეზე, ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი განვსაზღვროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, მიზანშეწონილად ჩაითვალა ის, რომ ჩვენ შესაძლოა გადავიდეთ ორსაფეხურიანი სისტემით არაპირდაპირ არჩევის წესზე. იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს კომისიის ერთადერთი მიზანი იყო პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა. ამით ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ იმას, რომ ამოვდივართ არა კონკრეტული სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ჩვენი ეს ცვლილებება ემსახურება გრძელვადიან განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.