სოციალური ქსელის მომხმარებლები „რუსთავი 2“-ის შესახებ წერენ

სოციალური ქსელის მომხმარებლები „რუსთავი 2“-ის შესახებ წერენ

სოციალური ქსელის მომხმარებლები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აქციას ეხმაურებიან.

„კაროჩე ტიპს წაართვეს ქონება, და ეხლა ეუბნებიან ნუ გაქვს სურვილი რომ წართმეულს დაიბრუნებო:D შიგ აქვთ ამ დედ... მართლა. იმედია დაუბრუნდება თავის მეპატრონეს რუსთავი 2. ქურდები ამბობენ რუსთავი 2ს ის გვართევს ვისაც მოვპარეთო. უნდა დაჯდე და იკაიფო, სხვა გზა არაა“,- წერს გიორგი ვაჩნაძე.

„რუსთავი 2 - „თავისუფლების“ ანუ სიცრუის, სიყალბის და ნაცების კუნძული ქართულ მედია სივრცეში!- წერს ელენა დადიანი.

„ცხრა, განსხვავებული სრულად ერთმანეთისაგან, პარტია გაერთიანდა ერთი პრობლემის ქვეშ, გადავარჩინოთ თავისუფალი მედია! ერთი, სურენას, @@ის მწოველები, როგორ უნდა იყვენ განსხვავებულები?! ტყუპებივით არიან, ფულის მონები, ნოლრეინტინგიანი ნაბო...!“,-წერს გიორგი ბერეჟიანი.

„ხალხო თუ ხვდებით რა დღეშია ქვეყანა? საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ვინმე მაჭუტაძე, მარინა ბერიძე, ლაშა ბუღაძე, ნატა ფერაძე, დავითაია, კილაძე, წუკლარა, აკო, ბაჩუკი, გამყრელიძე, თარგამაძე, ღლონტი, "არასამთავრობო სექტორი" დ.ა.შ. გვარამიას მეთაურობით თავისუფალ სიტყვას იცავენ“,- წერს გია გაბრიჭიძე.

„რუსთავი 2 აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს!!! და ის ხალხი ვინც ძალადობით და ზეწოლით ართმევდა ხალხს ტელევიზიებს: რუსთავი 2–ს, იმედს ახლა გამოდის და სიტყვის თავისუფლებაზე იჭრის ვენებს!!! ეს ყველაზე დიდი ირონიააა“,-წერს სანდრა კოვალსკი.

„ჩემო ხალხო.. როგორც ამბობენ დღეს წყდება „ნაციონალური მოძრაობის" დიდი ციტადელის"--რ-2-ის ბედი. იქ მოჟღურტულე ჟურნალისტები კი " სიტყვის თავისუფლების" დაცვის ნიღაბს ამოფარებულნი, ცდილობენ სასამართლოს დაშანტაჟებას. იმუქრებიან ხალხის ქუჩაში გამოყვანით და ა. შ... მაგრამ " სიმართლის ეს უდრეკი ჯარისკაცები" ივიწყებენ იმას ,რომ იგივე "ციტადელი", ანუ რუსთავი- 2 , 2004 წ. წაართვეს ჯარჯი აქიმიძესა და დვალს. მოკლედ კუთვნილი ქონება , ღამის საათებში, ჩამოართვეს ნამდვილ მფლობელებსა და ვინმე " იქსს " მიაჩუქეს... ახლა კი გამოდის რომ მოძალადე ნაცების მოსალოდნელი " ბუნტის" შიშით , სასამართლომ უნდა გაწიროს დაზარალებული მფლობელები?! ბატონებო , ეგებ დროა ყველამ გავისიგრძეგანოთ ,რომ სასამართლოზე ზეწოლა, შანტაჟი,თუ რამენაირი ფორმით ჩარევა უკვე დანაშაულია?! ეგებ დადგა დრო, როცა სამართალმა პური უნდა ჭამოს და მესაკუთრის უფლებები არ უნდა დაირღვეს ?!, - წერს მარინა ფეიქრიშვილი.

დღესვე, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურდირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა

"ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს დაიწყო თუ არა სასამართლო განხილვა, რადგან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს სხდომა, შესამაბამისად ჩვენ ყველაფერს მას შემდეგ გავიგებთ, როდესაც გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. ძალიან რთულია ახლა რამე პროგნოზის გაკეთება, იმიტომ რომ არ ვიცით რა ხდება. იმედს ვიტოვებთ, რომ მოიძებნება ამ ქვეყანაში ის ხუთი მოსამართლე, რომელიც ხაზს არ გადაუსვამს ამ ქვეყნის მომავალს.მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, უკანონობას არ უნდა შეეგუო. ჩვენ ვიბრძოლებთ სამართლებრივი და ჩვენს ხელთ არსებული მეთოდით. სანამ ეს ტელევიზია ჩართულია და მაუწყებლობს მანამდე ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს "რუსთავი 2" შევუნარჩუნოთ საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა უდუმაშვილმა.