რუსთავში  „საქართველოს ფოსტის“  განახლებული სერვისცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვისცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

2 მარტიდან მომხმარებელს საშუალება ექნება  რუსთავში ისარგებლოს როგორც უნივერსალური საფოსტო მომსახურებით, ასევე სხვა საფოსტო პროდუქტებით. „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვისცენტრის პრეზენტაცია რუსთავში   დღეს გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული განახლებული სერვისცენტრები, მომხმარებელს მომსახურების  ახალ სტანდარტს და ახალ პროდუქტებს შესთავაზებენ.

„საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაქსიმალური  კომფორტის შექმნას. სერვისცენტრები აღიჭურვება თანამედროვე  ავეჯით და ტექნიკით,    განახლებული და ავტომატიზირებული ტექნოლოგიებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების ხარისხს.

როგორც „საქართველოს ფოსტაში“ აცხადებენ, კომპანიის  მიზანია გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„საქართველოს ფოსტა“  ერთ ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიაა საქართველოში. დასაქმებულთა რაოდენობა  2673 შეადგენს.