დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე თანხმობა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებულია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე თანხმობა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებულია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე თანხმობა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოსთან, საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.

მამა გიორგის განცხადებით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუ როდის შევა სასულიერო პირი მამა გიორგი მამალაძის საზიარებლად. ”უახლოეს პერიოდში უწმინდესი გადაწყვეტს, რომ მასთან შევიდეს სასულიერო პირი. მე თვითონ ველოდები ზარს”, - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროდან ზიარებაზე თანხმობა მიღებულია მას შემდეგ, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების შესახებ მამა გიორგი თევდორაშვილმა ოფიციალურად განცხადება გააკეთა.

”მე როცა განვაცხადე, მას შემდეგ დაგვრთეს ნება. ზიარების დრო ჯერჯერობით უცნობია. მამა გიორგი არ იქნება მიტოვებული. მე გაძლევთ პირობას”, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.