დეპუტატის ასაკობრივი ცენზი, შესაძლოა, ისევ 25 წლით განისაზღვროს

დეპუტატის ასაკობრივი ცენზი, შესაძლოა, ისევ 25 წლით განისაზღვროს

დეპუტატთა ასაკობრივი ცენზი, შესაძლოა, კვლავ 25 წლით განისაზღვროს, - ასეთი ცვლილება მმართველი უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტშია ასახული.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.

სადეპუტატო ასაკი 21 წლით 2012 წლის არჩევნების წინ, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების დროს განისაზღვრა.