ნაძალადევის რაიონში 2017 წელს 15-მდე საყრდენი კედელი აშენდება

ნაძალადევის რაიონში 2017 წელს 15-მდე საყრდენი კედელი აშენდება

ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები დასრულდა ბახმაროს შესახვევი #19-ში, სადაც 17მ სიგრძის კედელი აშენდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

„ჩვენი რაიონის ინფრასტრუქტურისთვის, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ 15-მდე საყრდენი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ ტიპის სამუშაოებისთვის 2017 წლის ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა - 772 592 ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ამ ეტაპზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს ზვარეთის ქ.N36ა-ში. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. 2016 წელს ნაძალადევის რაიონში 10 საყრდენი კედელი აშენდა, რისთვისაც გამგეობამ ბიუჯეტიდან 577 297 ლარი გამოყო.