წინადადება გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მყარი და კომფორტული უმრავლესობა მიიღოს

წინადადება გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მყარი და კომფორტული უმრავლესობა მიიღოს

წინადადება, რომელიც უმრავლესობამ გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით შემოგვთავაზა, ემსახურება იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ პარლამენტში მყარი და კომფორტული უმრავლესობა მიიღოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

“დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ამ ფორმითა და გზით წასვლა, საკმაოდ არაპროპორციული იქნება - მოხდება მანდატების არასამართლიანად მინიჭება არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალისათვის. გამარჯვებულ პარტიას შესაძლოა გარკვეული უპირატესობები მიენიჭოს, თუმცა იმ ფორმით, რა ფორმითაც არის შემოთავაზება, სწორი არ არის“, - აცხადებს მენაბდე.

მენაბდის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში მწვავე დისკუსიის თემაა.