გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის მიკუთვნება ევროპულ ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა

გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის მიკუთვნება ევროპულ ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნებისას, გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის მიკუთვნება ევროპული ქვეყნების საარჩევნო სისტემებში აპრობირებული პრაქტიკაა.

“ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, გამოდის ინიციატივით, რომ გაუნაწილებელი მანდატები იმ პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს, რომელსაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ექნება. აღნიშნული წინადადება უკვე ასახულია მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტში.

“გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით შეთავაზებული წინადადება არის საარჩევნო სისტემების საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც არსებობს ევროპის არაერთ ქვეყანაში. შეთავაზებული მექანიზმის არსი არის ის, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური და მმართველობითი თვალსაზრისით მიღწეულ იქნას სტაბილურობა, რაც ყველა ქვეყანას სჭირდება ეფექტური, სტაბილური და გაბედული გადაწყვეტილების მიღებისას. არჩევნების და მმართველობითი სისტემის მიზანი მხოლოდ მათემატიკური სიზუსტით მანდატების გადანაწილება არ არის. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და ქვეყანამ მიიღოს ეფექტური და სტაბილური პოლიტიკური სისტემა, სტაბილური მმართველობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულ ძალას პოლიტიკური პროგრამის ეფექტურად და დროულად განხორციელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ეს არის ამ მოდელის ძირითადი უპირატესობა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის მიკუთვნება, თანამედროვე საარჩევნო სისტემების საუკეთესო პრაქტიკაა ევროპის არა ერთ ქვეყანაში, მაგალითად კი, იტალია და საბერძნეთი საახელა.