კონსტიტუციურად, პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა იყოს არჩეული

კონსტიტუციურად, პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა იყოს არჩეული

თუ ჩვენ ვთანხმდებით და როგორც ჩანს, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამას მიესალმება, რომ წმინდა საპარლამენტო მოდელი უნდა დავაკანონოთ. ეს არის ძალიან კარგი გზა ქვეყნის განვითარებისათვის და კონსტიტუციურ პრინციპად იქნას აღიარებული, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული, თუმცა დაიშვა შესაძლებლობა, რომ იყოს გარკვეული დათქმები. მაგალითად, კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ წარმოთქმული იყო არგუმენტი, რომ პარლამენტს დღეს ეს ლეგიტიმაცია არ აქვს, ამიტომ, ხომ არ გადაიდოს შემდეგი მოწვევის პარლამენტის უფლებად ეს ყველაფერი. ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება მსჯელობა და ვფიქრობ, რომ მიღებული იქნება საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო გადაწყვეტილება.