უმრავლესობის პროექტის მიხედვით, პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ

უმრავლესობის პროექტის მიხედვით, პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ

მმართველი უმრავლესობის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ დამოუკიდებლად მოუწევთ.

როგორც ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, საარჩევნო ბლოკების არსებობა და გამოყენება, არასწორი მიზნით ხდება და შედეგი საპარლამენტო დემოკრატიისა და მრავალპარტიული დემოკრატიის გაუმჯობესება არ არის.

“ბლოკების არსებობა პარტიებს საშუალებას აძლევს, ეს მექანიზმი გარკვეული მანიპულაციებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად გამოიყენოს. შემიძლია დავასახელო რამდენიმე ბლოკი, რომელში შემავალი პოლიტიკური ძალების შესახებ საზოგადოებამ არც კი იცის“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.