ზურაბ კიკნაძეს  მიაჩნია, რომ

ზურაბ კიკნაძეს მიაჩნია, რომ "რუსთავი2"-ზე ზეწოლას "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებს

პროფესორ ზურაბ კიკნაძეს მიაჩნია, რომ "რუსთავი2"-ზე ზეწოლას "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებს. ამის შესახებ კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, "რუსთავი 2" არის პარტიული მედია და თუკი სასამართლომ ის გაამართლა, მაშინ სასამართლოც პოლიტიკური გავლენის ქვეშ იქნება.

"...მერე იყო ვარდების რევოლუცია, სადაც "რუსთავი 2"-მა, როგორც მედიასაშუალებამ, უდიდესი როლი შეასრულა და პოლიტიკოსების მხრიდან ყურადღება სწორედ ამ დიდმა როლმა გაამძაფრა. მის მერე ტელევიზია ხელიდან ხელში გადადიოდა და ამ პროცესში მის პოლიტიკურ მესაკუთრედ ყოველთვის "ნაციონალრ მოძრაობა" რჩებოდა. ის არის პარტიული მედია და თუკი სასამართლომ ეს გაამართლა, მაშინ ჩავთვლი, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. თუ მისი მესაკუთრე შეიცვალა და დაუბრუნდა პირვანდელ მფლობელს, რომელსაც პოლიტიკური ორიენტაცია საერთოდ არ აქვს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ, "რუსთავი 2" პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდება. ჩვენთან რატომღაც ასეა მიღებული, რომ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, სინამდვილეში, ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ფინანსური ან სხვა ტიპის ბერკეტი აქვს. ამიტომ ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, "რუსთავი 2"-ზე ზეწოლა ხორციელდება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და თუ ეს ზეწოლა მოიხსნება და მმართველი შეიცვლება, ამან შეიძლება სამომავლოდ "რუსთავი 2" მაღალი ხარისხის, თავისუფალ და პოლიტიკურად დამოუკიდებელ მედიასაშუალებად ჩამოაყალიბოს [...]", - წერს პროფესორი.

ზურაბ კიკნაძის აზრით, "რუსთავი 2"-ის რეალური მესაკუთრის ვინაობა დაუდგენელია, შესაბამისად, ტელევიზიის მხარდამჭერები, რეალურად მის გენდირექტორს უჭერებ მხარს და არა თავისუფლა მედიას.

"რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერას, ლოგიკურად გაუგებარია, რას უჭრენ მხარს - ტელევიზიას თუ მის მესკუთრეს? მესაკუთრე ჰორიზონტზე არ ჩანს და გამოდის, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს უჭერენ მხარს, რომელსაც ტელევიზიაზე პოლიტიკური გავლენა აქვს. აქედან გმომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობას და მის პოლიტიზირებას უჭერენ მხარს და არა თავისუფალ მედიას" (რამაზ საყვარელიძე, "რეზონანსი", 2017 წლის 1 მარტი, გვ. 5). საკითხი ასეა დაყენებული: "რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლა ავტომატურად ცვლის მის პოლიტიკას და ხელისუფლების რუპორად აქცევს მას. ეს მხოლოდ ვარაუდია. ვის შეუძლია, განჭვრიტოს, რა მოხდება მესაკუთრის შეცვლის შემდეგ? თავისუფალი, პოლიტიკისგან დამოუკიდებელი სასამართლოს აინტერესებს არა ტელევიზიის პოლიტიკური კურსი, არამედ მისი მფლობელის ვინაობა. ასე დავაყენოთ საკითხი, ვიკითხოთ: რა უფრო მნიშვნელოვანია - ადამიანის უფლება კერძო საკუთრებაზე თუ პოლიტიკური კურსი, რომლის მიმართულება ჰორიზონტზე არ ჩანს. მაძიებელი მფლობელი კი, რომლის სარჩელი სასამართლომ მიიღო, ჩანს პიროვნულად, გვარით და სახელით. ვიკითხოთ, თუ იქნება სამართლიანი, რომ პიროვნების წმინდათა წმინდა უფლება შეეწიროს პოლიტიკას, რომელსაც ქოთანივით ხან აქეთ მიაბამენ ყურს, ხან იქეთ და ამას სიტყვის თავისუფლებად ასაღებენ?", - ნათქვამია კიკნაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. დღეს, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა "რუსთავი 2"-ის საკითთხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე, საკასაციო დაა საქალაქო სასამართლოემა ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.