პრეზიდენტს შესაძლოა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გარკვეული კომპეტენციები ჩამოერთვას

პრეზიდენტს შესაძლოა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გარკვეული კომპეტენციები ჩამოერთვას

მმართველი გუნდი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კომპეტენციების “სასამართლოს თვითმმართველობის ორგანოზე“ გადატანის ინიციატივით გამოდის. 

ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც კომისიის წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე “ქართული ოცნების“ ხედვები და წინადადებები გააცნო. 

“არსებითად უცვლელი რჩება სასამართლოს თავისი პრინციპული ნაწილი, თუმცა შემოთავაზებულია გარკვეული ცვლილებები, რომელმაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო აამაღლოს. გვინდა, შემოთავაზებული ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტრივაში დაინახოთ. დავაკონკრეტებ, რომ საუბარია გარკვეული კომპეტენციების გადატანაზე პრეზიდენტის ინტიტუტიდან იმ ორგანოებზე, რომლებიც სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას ეფუძნება. ამის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არსებობდა. თუკი ჩვენ ამ ცვლილების ეფექტს გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი სასამართლოს დამოუდებლობის კიდევ უფრო გამყარებას ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა.