დეკანოზ გიორგი მამალაძის მხრიდან ზიარების მოთხოვნა ძალაში რჩება

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხრიდან ზიარების მოთხოვნა ძალაში რჩება

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხრიდან ზიარების მოთხოვნა ძალაში რჩება, - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხესთან ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, რომელიც მამა გიორგის მოსანახულებლად ციხეში შევიდა. 

რამიშვილის თქმით, ზიარებას შუამდგომლობის დაყენება არ სჭირდება.

”სასჯელაღსრულების სამინისტროს და შესაბამისი დაწესებულების მხრიდან გამოჩნდება, თუ რა ნორმებით მოქმედებენ ისინი, რატომ უნდა არსებობდეს შეზღუდვა ზიარებაზე. აქ საქმე მარტივადაა. როცა წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრა მოითხოვა მამა გიორგიმ, მაშინ მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იყო რეკომენდაცია, რომ მამა გიორგისთან შეხვედრა არ მომხდარიყო. სახელმწიფო სტრუქტურები ასეთ რეკომენდაციას რომ იძლევიან, როგორც ჩანს, ზიარებაზე შეზღუდვაა”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყუურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ დღეს განაცხადა, რომ მამა გიორგის ზიარების საშუალება უნდა მიეცეს.