ჩვენი ამოცანაა, პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც ძლიერი არბიტრი

ჩვენი ამოცანაა, პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც ძლიერი არბიტრი

პრეზიდენტის როლი საპარლამენტო სისტემაში არის არბიტრის როლი და ამ სისტემის ფარგლებში პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ფიგურა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.

კობახიძის თქმით, ზემოაღნიშნულ პრინციპზე არის აგებული დღევანდელი კონსტიტუციაც, თუმცა არის გარკვეული რეგულაციები, რომლებიც სხვანაირ პრაქტიკას განაპირობებს.

„ჩვენი ამოცანა არის, კონსტიტუციით უზრუნველვყოთ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ საზოგადო ფიგურა, საზოგადო დატვირთვით, როგორც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.