საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც ოპოზიციის პოზიციები გაძლიერდება

საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც ოპოზიციის პოზიციები გაძლიერდება

საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც ოპოზიციის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება, ამის მთავარი ინსტრუმენტი კი არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისიის წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მმართველის გუნდის ხედვები გააცნო. 

“ჩვენ გვესახება ასეთი სისტემა - ძლიერი პარლამენტი. რა განაპირობებს პარლამენტის სიძლიერეს - საარჩევნო სისტემა! დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას გამარჯვებულ პარტიას ანიჭებს და ოპოზიცია შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს. ეს არის არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისუბურება. საბოლოოდ, საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები. ამის მთავარი ინსტრუმენტი არის არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ის თუ როგორ გვესახება პროპორციული სისტემა, ბუნებრივია, პროპორციულ სისტემას აქვს თავისი თავისებურებები - დაწყებული საარჩევნო ბარიერით, დასრულებული სხვა საკითხებით. ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილია კონკრეტული პროექტი და შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ“, - განაცხადა კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე.