წელს კარგი სტარტი ავიღეთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარი ძალიან წარმატებული იყო

წელს კარგი სტარტი ავიღეთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარი ძალიან წარმატებული იყო

წელს ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსხურის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს გამოეხმაურა, მათ შორის, იანვარის ეკონომიკურ ზრდას. 

„მინდა ასევე ვთქვთა, რომ ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ წელს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარი იყო ძალიან წარმატებული. 5,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა გახლავთ ძალიან მისასალმებელი შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გაანალიზების დროს ჩვენ ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს, მაგალითად, იანვარში ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველა პარამეტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, დღგ-ს ბრუნვა თითქმის 21%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, 33%-ით არის გაზრდილი ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა.

„ბევრი დადებითი პარამეტრია. ტურიზმი გაზრდილია 30%-ზე მეტად, თუ არ ვცდები. ასე, რომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.