თუ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება „რუსთავი 2“-ს „წაიღებს“, ქვეყნის იმიჯს დიდი ზიანი მიადგება

თუ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება „რუსთავი 2“-ს „წაიღებს“, ქვეყნის იმიჯს დიდი ზიანი მიადგება

მე მგონია, ”რუსთავი 2” მნიშვნელოვანია ქვეყნის თავისუფლების და იმიჯისთვის, - ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ აქციაზე ჟურნალისტებს ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ”რუსთავი 2-ს ”წაიღებს”, ქვეყნის იმიჯს დიდი ზიანი მიადგება. 

”ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქ დგას, იმ ადამიანების გვერდით, ვინც ”რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად შეიკრიბა. თუ ოლიგაქრი ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ”რუსთავი 2”-ს წაიღებს, მაშინ ჩვენი ქვეყნის იმიჯს დიდი ზიანი მიადგება. ასევე ეს უარყოფითად აისახება სხვა მედიასაშუალებებზე”, - განაცხადა ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ. 

უზენაეს სასამართლოსთან, სადაც „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ტელეკომპანიის მხარდამჭერები - როგორც უბრალო მოქალაქეები, ისე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.